მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ერთ დღეს ქალაქში მოხეტიალე დასი ჩამოვიდა. ტილ ულენშპიგელის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, პირდაღებული უყურებდა მსახიობებს, ხანჯლის მყლაპავებს და ჯამბაზებს, რომლებიც, ვითომც არაფერი, ისე გადი-გამოდიოდნენ თოკზე და ნატრობდა, ნეტავ, მეც გამაკეთებინა იგივე...

თქმა და შესრულება ერთი იყო: გაჭიმა თოკი ხეებს შორის, აიღო ჭოკი და შეუდგა ვარჯიშს. ბევრი ვარჯიშის შემდეგ დაასკვნა, ახლა კი დროა, წარმოდგენა გავმართოო. სასწრაფოდ დაირბინა ქუჩები და მთელ ქალაქს მოსდო ახალი ამბავი:

- ხვალ ჯამბაზი ტილ ულენშპიგელი თოკზე გაივლის!

ხალხი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო და ყველა ახალი წარმოდგენის სანახავად შეიკრიბა.

ულენშპიგელმა თავისი სახლის აივნიდან ტყის პირას მდგარ ხემდე გაჭიმა თოკი და ზედ შედგა. თოკი მდინარეზე გადიოდა. ხალხი ჯერ იცინოდა, მერე კი ყველა გაიტრუნა.

- ნამდვილი ჯამბაზია, წუნს ვერ დასდებ,- ჩაილაპარაკა ერთმა.

- რას ვერჩოდით, არც ისე სულელი ყოფილა, - ახმაურდნენ სხვები.

 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები