მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #5)

ტილ ულენშპიგელი სახედარზე შემოუსკუპდა მამას და ზურგზე პატარა დაფა მოიკიდა.

„ვინც ამას წაიკითხავს, ვირია!" - ეწერა დაფაზე.

ყველა კითხულობდა წარწერას და საშინლად ბრაზობდნენ, მუშტებს უღერებდნენ და ყვიროდნენ:

-აი, შე ეშმაკის ფეხო! მაინც რა ღვთის პირიდან გადავარდნილია!

მამამ იმ წარწერისა არაფერი იცოდა და გაოცდა:

-ტილ, ყველა შენ გერჩის. ნეტავ, რატომ?! - მერე დაამატა,- მოდი, წინ დამიჯექი და ვნახოთ, კიდევ თუ გაგლანძღავენ.

ულენშპიგელი წინ გადაჯდა და დაფა ახლა გულზე ჩამოიკიდა. მამა ისევ ვერ ხედავდა დაფას, სამაგიეროდ ხედავდა, როგორ უქნევდნენ მუშტს მის შვილს, უყვიროდნენ, ლანძღავდნენ და თათხავდნენ. იფიქრა, იფიქრა და უთხრა ულენშპიგელს:

-ხალხს მართლა არ უყვარხარ, შვილო, მაგრამ ეგ არაფერი, შენი გზით იარე.

ულენშპიგელი კი გულში სიცილით კვდებოდა და ახალ-ახალ ოინებზე ფიქრობდა. 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები