მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭუნა, სახელად ტილ ულენშპიგელი. მამა მჭედელი ჰყავდა. მშობლები კეთილი, დარბაისელი ადამიანები იყვნენ და ვერაფრით წარმოიდგენდნენ, თუ ასეთ ყაჩაღანას მოუვლენდნენ ქვეყანას. ეშმაკისფეხი ულენშპიგელი დიდი მოუსვენარი ვინმე იყო. ხანდახან ისეთ რამეს ჩაიდენდა, კაცი სიცილით მოკვდებოდა, თუმცა ბევრს სულაც აღარ ეცინებოდა მის ოინებზე. ენა რომ ამოიდგა, მას შემდეგ ყველას დასცინოდა. ჩამოივლიდა ბრტყელტერფა კაცი და მაშინვე მიაძახებდა: გამარჯობა, ბრტყელტერფა ძიაო! წითელცხვირა ქალის დანახვაზე კი გაიკრიჭებოდა, როგორ გიკითხოთ, ცხვირწითელა დეიდაო? მოკლედ, ყველას მოაბეზრა თავი.

შეწუხებულმა მეზობლებმა მამამისს შესჩივლეს:

-ეს რა უზრდელი შვილი გყავთ, ბატონო ულენშპიგელო!

მამამ გვერდით დაისვა ბიჭი და ჰკითხა:

-რა არის, შვილო, რას ერჩი ამ ხალხს?

-რა ჩემი ბრალია?! - გულუბრყვილო სახით მიუგო ულენშპიგელმა,- ბუზსაც არავის ავუფრენ, თვითონ მიღერებენ ტყუილუბრალოდ მუშტებს.

-ჰოო,- გაოცდა მამა,- ნუთუ მართლა ასეა?

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები