მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #7)

ერთ საღამოს მოულოდნელად ამოვარდა ქარი, ატყდა ჭექა-ქუხილი და ელვა და საშინელი თავსხმა წვიმა წამოვიდა. ამ დროს უფლისწულის სასახლის ჭიშკარზე ვიღაცამ დააკაკუნა. რომ გააღეს, ელვის სინათლეზე თავიდან ფეხებამდე სველი და ტალახში ამოგანგლული გოგონა დაინახეს.

- მე პრინცესა ვარ, ჩემი ეტლი ტალახში ჩაეფლო. მეეტლე ალბათ დილამდე ვერაფერს გააწყობს და იქნებ მე და ჩემი მხლებელი ამაღამ შეგვიფაროთ! - სთხოვა მოსულმა.

დედოფალმა სტუმარი ასეთ დღეში რომ დაინახა, ეჭვი შეეპარა, პრინცესა როგორ იქნებაო და გადაწყვიტა, ეშმაკურად გამოეკვლია, გოგონა სიმართელეს ამბობდა თუ არა. მოსამსახურეებს უბრძანა:

- ცისფერ ოთახში თორმეტი ლეიბი დაუგეთ და დანარჩენი მე ვიცი!

პრინცესას საწოლზე მართლაც თორმეტი ლეიბი დააგეს, ზემოდან ბუმბულის თორმეტი ბალიში დააწყვეს, უფლისწულის დედამ კი სულ ქვედა ლეიბის ქვეშ ცერცვის ერთი მარცვალი დამალა.

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: