მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #6)

- თუ შემომფიცავ, რომ შვიდ დღეში უკან დაბრუნდები, გაგიშვებ, - უთხრა ურჩხულმა.

მზეთუნახავი სიხარულისგან მუხლებში ჩაუვარდა და შეჰფიცა, რომ დაბრუნდებოდა, მოახტა ცხენს და შინისაკენ გაეშურა.

სინამდვილეში ვაჭარი უფრო შვილზე დარდის გამო ჩავარდა ლოგინად, ვერა და ვერ ეპატიებინა საკუთარი თავისთვის, შვილი ასე რომ გაწირა და შემზარავ ურჩხულს მძევლად დაუტოვა.

ახლა კი, თავისი ნაბოლარა ქალიშვილი ცოცხალი და უვნებელი რომ დაინახა, გულში ჩაიკრა და ავადმყოფობა სულ დაავიწყდა. მზეთუნახავი შინ ბედნიერად გრძნობდა თავს და ვერც კი შეამჩნია, რა სწრაფად გაირბინა შვიდმა დღემ. მაგრამ ერთ ღამეს ისეთი საშინელი სიზმარი ნახა, რომ გულგახეთქილს გამოეღვიძა. ესიზმრა, თითქოს ურჩხული კვდებოდა, სულს ღაფავდა და მას უხმობდა.

გოგონას მაშინვე გაახსენდა თავისი პირობა და წასასვლელად მოემზადა.

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: