მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #7)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #7)

დიდედა ბევრად უფრო თამამი და მამაცი გახდა ტრამვაითი გასეირნების შემდეგ. უკვე აღარ სჯერდებოდა მხოლოდ ფანჯარასთან ჯდომასა და ავტომობილების თვლას! ახლა უფრო ხშირად დადიოდა სასეირნოდ. თუმცა, როგორც წესი, მონა და მილიც თან ახლდნენ ხოლმე, რადგან ფიქრობდნენ, რომ არ იქნებოდა ქალაქში მისი მარტო გაშვება.

თავად დიდედას ძალიანაც მოსწონდა ბავშვებთან ერთად სიარული, მაგრამ მაინც მარტო სეირნობა ერჩია. მარტო სეირნობა არანაკლებ სახალისო იყო. მით უმეტეს, საფრთხე აღარ არსებობდა, რადგან დიდედა არც ისე სულელი იყო, ქუჩაზე გადასულიყო. არა, ასეთ სისულელეს არასოდეს ჩაიდენდა. ან კი რატომ უნდა ჩაედინა, როცა შეეძლო მთელი კვარტლისათვის გარს შემოევლო?!

იმ კვარტალში ათასგვარი ხარახურით სავსე მაღაზია ეგულებოდა. დიდედას ერთი საიდუმლოც ჰქონდა. საიდუმლო, რომელიც ერთ-ერთ ვიტრინაში იდო ქვაბებთან, ჯამებთან, ვედროებთან, ცოცხებთან და სხვა საოჯახო ნივთებთან ერთად. ეს იყო მიქსერი.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი