მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #6)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #6)

მეორე დღეს, როგორც კი უფროსი ბავშვები სახლიდან გავიდნენ, მადსმა და მონამაც დაიწყეს ლაშქრობისათვის მზადება.

რაღაც უჩურჩულეს დედას და სწრაფად დაეშვნენ კიბეზე. ქუჩაში ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ და ათვალიერებდნენ ყველა საბარგო მანქანას. საბარგო მანქანა კი უამრავი იყო.

მწვანე საბარგო მანქანას რომ დაინახავდნენ, მაშინვე მიირბენდნენ, სახეში შეაცქერდებოდნენ, მაგრამ რამდენი მანქანაც ნახეს, ყველა სხვისი გამოდგა. დიახ, ნუ გიკვირთ, მათ საბარგო მანქანას თავისი სახე ჰქონდა, ისევე, როგორც ადამიანს. ამასთან მათ მანქანას ოდნავ დაბრეცილი ძარა ჰქონდა, რადგან ბევრი მძიმე ტვირთი გადაეზიდა.

არც ისე იოლია, იპოვო შენი მანქანა. მაგრამ ქვეყანა რომ დაიქცეს, მაინც უნდა იპოვონ. უმანქანოდ მშობლები აღარასოდეს იქნებიან მხიარულ გუნებაზე და მამაც ვეღარ იშოვის ფულს. რასაკვირველია, სხვა სამუშაოსაც მოძებნის კაცი, მაგრამ მამას უკვე აღარ ეყვარება ის სამუშაო, იმიტომ, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისი საბარგო მანქანის მართვა უყვარს.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი