მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #3)

დიდი ხნის წინ  იაპონიაში, მთის მწვერვალზე, ყაჩაღების ბრბო დაბანაკდა. მთა მუდამ ღრუბლით იყო დაბურული. ყაჩაღები დიდ გამოქვაბულში ცხოვრობდნენ და ნადავლსაც იქ ინახავდნენ. დროდადრო ბარში ჩამოდიოდნენ, სოფლებს არბევდნენ. გზად ყველას ძარცვავდნენ, ყველაფერს ნაცარტუტად აქცევდნენ. იმათ ნაკვალევზე აბოლებული ნასახლარები, ატირებული ხალხი და საშინელი სიღატაკე რჩებოდა. 

შეწუხებულმა იმპერატორმა არაერთხელ გაგზავნა ჯარისკაცები მთის დასალაშქრად, მაგრამ ყაჩაღები მუდამ ახერხებდნენ მათ მოგერიებას.

ერთხელ იმპერატორმა მოხუც სამურაის, რაიკოს, უხმო:

-რაიკო, მრავალი წელი მემსახურე და გთხოვ, უკანასკნელადაც შეასრულო ჩემი ბრძანება. გაუძეხი ჯარს, ადი მთაზე და იმ ყაჩაღებს კუდით ქვა ასროლინე.

რაიკომ ამოიოხრა:

-მეფეო, ახალგაზრდა რომ ვიყო, მაგას მარტოც შევძლებდი, მაგრამ ახლა ისე დავბერდი, რომ ვეღარც მარტო წავალ და ვეღარც ჯარის მეთაურად ვივარგებ. 

-მაშ, თავის ნებაზე მივუშვა ის მძარცველები?

-არა, ექვს სამურაის ვიახლებ და ისე წავალ.

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები