მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

დიდი ხნის წინათ იაპონიის ქალაქ კიოტოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს: ქალაქის ჭიშკართან აგებულ კოშკს ერთი მძვინვარე კუდიანი დაეპატრონა და ყველას თავის ნებაზე ატარებდა.

ბევრი მამაცი სამურაი შეებრძოლა, მაგრამ ვერავინ ვერაფერი დააკლო.

ჩვენი სამურაები დაიხოცნენ. ნეტავი მათ შორის უმამაცესი, ვატანაბი, მაინც იყოს ცოცხალი, - დაიჩივლეს კიოტოელებმა,- მისი ხმლის გარდა აღარაფერი შემოგვრჩა, იმ ხმლის მომქნევი კი აღარავინაა.

მაგრამ გულად ვატანაბის მხოლოდ ხმალი კი არა, ვაჟიც დარჩა. ბიჭმა ყური მოჰკრა მოქალაქეების ჩივილს და გაიფიქრა:

-მამაჩემი ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი ხმალი ხომ მაინც მაქვს. მოდი, ავიღებ და კუდიანს შევებრძოლები.

შეიარაღდა ბიჭი და წავიდა კოშკისკენ. კუდიანმა დაინახა, მაგრამ ჩირადაც არ ჩააგდო. ვაჟი კოშკში შევიდა და შესძახა:

-აი, ვატანაბის უძლეველი ხმალი!

კუდიანი მოტრიალდა. მრისხანედ შეხედა. იარაღის ელვარებამ თვალი მოსჭრა. ბიჭმა მთელი ძალით მოუქნია ხმალი და სიცოცხლეს გამოასალმა. 

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები