მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #3)

შობა ყოველთვის ღრუბლიან-წვიმიანი შემოდგომის მერე დგება. იგი არსად არაა მხიარული და ხალისიანი. ასევეა კატჰულტშიც. აი, ახლაც წვიმდა და წვიმდა კოკისპირულად, მაგრამ ალფრედს მაინც გამოჰყავდა ხარები ბოსლიდან და ხნავდა ქვიან მინდორს, უკან, ნახნავში კი, ემილი მიკუნტრუშებდა, ეხმარებოდა ალფრედს, ომახიანად შეუძახებდა ხოლმე ზანტ და ოჩან ხარებს, რომელთაც გუთნის გაწევა ეზარებოდათ. ბედად, ადრე ბნელდებოდა, ალფრედიც ხარებს უღლიდან უშვებდა და ყველანი - ალფრედი, ემილი და ხარები ერთად ბრუნდებოდნენ შინ. ალფრედი და ემილი ტალახში ამოთხვრილი ჩექმებით სამზარეულოში რომ შეცვივდებოდნენ და ახლად მორეცხილ იატაკს აჭუჭყიანებდნენ, ლინა ორივეს ისე ლანძღავდა, არაფერს აკლებდა. 

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი