მესამე საფეხური
» ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეწისქვილე. სიკვდილის წინ მეწისქვილემ შვილებს ქონება გაუნაწილა: უფროს ვაჟს წისქვილი ერგო, შუათანას - სახედარი, უმცროსს კი, არც მეტი, არც ნაკლები -კატა.

ეგ რა სამართალიაო, იტყვით თქვენ, მაგრამ მეწისქვილემ თავისი ქონება, როგორც უნდოდა, ისე გაყო!

უფროსმა ვაჟმა წისქვილი ჩაიაბარა, შუათანამ მოჰკიდა თავის სახედარს ხელი და ბედის საძიებლად წავიდა, უმცროსი კი მოწყენილი ჩამოჯდა ქვაზე, აბა, კატა რად მინდოდა, რაში გამომადგებაო?

-რამ დაგაღონა, ბატონო, ამ ძველ წისქვილსა და ქეციან ვირს აღარ ვჯობივარ? - გამოელაპარაკა კატა ახალ პატრონს,- შენ ოღონდ ერთი მოსასხამი, ქუდი, გუდა და ჩექმები მიშოვე და დანარჩენი მე ვიცი.

ყმაწვილმა ყველაფერი მისცა, რაც კატამ სთხოვა. ისიც საჩქაროდ  გამოეწყო მოსასხამსა და ჩექმებში, ქუდი თავზე ჩამოიფხატა, გუდა გადაიკიდა და ყმაწვილს დაუბარა:

-გული არ გაიტეხო, ბატონო, მალე დავბრუნდები.

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ძმები გრიმები