მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #4)

ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინათ ზღვის ნაპირზე ერთი უბადრუკი ქოხი იდგა. ამ ქოხში ერთი ღარიბი მებადური და მისი ცოლი ცხოვრობდნენ. მთელი მათი სარჩო-საბადებელი ეს ქოხი და დამტვრეული ვარცლი იყო, საზრდო კი - თევზი. ბერიკაცი ყოველ ცისმარე დღეს გადიოდა ზღვაზე და თევზაობდა. ერთხელ ჩვეულებისამებრ ზურგზე ბადე მოიგდო და თევზის დასაჭერად წავიდა.

მებადურმა ბადე ისროლა და როცა ამოზიდა, დაინახა, რომ მის ბადეში ბრჭყვიალა, ოქროს თევზი გაბმულიყო.

გაოცებულმა მებადურმა ოქროს თევზი წყლიდან ამოიყვანა, მაგრამ მისი გაკვირვება მერე უნდა გენახათ, როცა თევზმა ადამიანის ხმით დაილაპარაკა:

- კეთილო კაცო, ნუ მომკლავ, გამიშვი. მე ზღვის ხელმწიფის შვილი ვარ და თუ გამათავისუფლებ, ბედსა გწევ, რასაც ინატრებ, ყველაფერს შეგისრულებ!

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: