მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #8)

შენ, ალბათ, არც იცი, კომეტა რა არის.  მეც ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მგონია, ეს ყოფილი ვარსკვლავის ნატეხია, რომელიც სადღაც,  კოსმოსში, დაფრინავს.

სმოლანდის მცხოვრებლებს უზომოდ ეშინოდათ, ვაითუ რომელიმე გზააბნეული კომეტა დედამიწაზე ჩამოვარდეს, გააცამტვეროს აქაურობა და დასრულდეს ცხოვრება ქვეყანაზეო. რას აღარ ლაპარაკობდნენ ამაზე. ადგილობრივ გაზეთში ეწერა, მიღებული ცნობების მიხედვით, კომეტას 31 ოქტომბერს ველითო.

- ეს გვინდოდა? კომეტა მაინცდამაინც ბაზრობის დღეს უნდა მოფრინდეს ვიმერბიში? - თქვა გულდაწყვეტილმა ლინამ, - მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ საღამომდე არ გამოჩნდება, მანამდე კი გართობასაც მოვასწრებთ და ყველაფრის შეძენასაც.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი