მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #8)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #8)

ალისამ წყალში ტყაპანი მოადინა და ძირ-ძირ წავიდა. ერთი სული ჰქონდა - თევზად თუ არა, ჩვეულებრივ ზღვის ვარსკვლავად მაინც გადავიქცეო, მაგრამ ვარსკვლავად იქცა კი არა, მოლუსკის ნიჟარაში ამოყო თავი. იმ ოხერს სწორედ მაშინ მოუნდა დამთქნარება.

 

„ვაი, რა უბედურ დღეში ჩავვარდიო,“ გაიფიქრა ალისამ, მაგრამ წყალქვეშ ისე გრილოდა, ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, ნიჟარაში კი არა, ერთბაშად წალკოტში წარმოიდგინა თავი. ამოსვლა აღარ უნდოდა - რა კარგი ყოფილა, ნეტავი სულ აქ მამყოფა, ძველად აკი ალებიც წყალში ცხოვრობდნენო...

 

ამის ფიქრში იყო, და ალისამ უცაბედად ამოიოხრა, დედა მოაგონდა: ალბათ, ჯერ ისევ ლოგინში ვგონივარო. მერე მამა დაუდგა თვალწინ - დღეს აუცილებლად ჩამოვა ქალაქიდან, შაბათიაო.

 

„ არა, მარტოებს ვერ დავტოვებ, - ფიქრობდა ალისა, - მერე როგორ ვუყვარვარ! წავალ, რაც არის, არის, დავბრუნდები დედამიწაზე.“

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი