მესამე საფეხური
» ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ემილის თავგადასავალი (ნაწყვეტი #9)

ხუთი წუთიც არ გასულა და ემილმა დაინახა ცხენი, რომელსაც თვალი ვეღარ მოსწყვიტა. აი, ცხენი ის იყო! ემილს სუნთქვა შეეკრა და გული ჩიტივით აუფართხალდა. ჩალისფერი სამი წლის ფაშატი იდგა კადონთან და ემილს ისე ალერსიანად უყურებდა, თითქოს დღედაღამ იმაზე ოცნებობდა, ემილმა მიყიდოსო. და ემილსაც მოუნდა მისი ყიდვა, ისე მოუნდა, როგორც თავის სიცოცხლეში არაფერი მონდომებია. მან უკან მიიხედა და თვალებით მამას დაუწყო ძებნა, რომ ხელი ჩაეჭიდა, შეჰხვეწებოდა, ეწუწუნ-ეკრუსუნა, ეღიჯინა, ერთი სიტყვით, რამენაირად ეყიდვინებინა ეს ცხენი.

ემილის თავგადასავალი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი