მესამე საფეხური
» ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #2)

ბულერბიელი ბავშვები (ნაწყვეტი #2)

დიდ სოფელში, სკოლის გვერდით, დუქანია, სადაც შაქარს, ყავას და, საერთოდ, რაც გვჭირდება, ყველაფერს ვყიდულობთ ხოლმე. დედა ხშირად მთხოვს, გაკვეთილების შემდეგ დუქანში შეიარეო. ერთხელ კი სააღდგომო არდადეგების დროს მთხოვა საყიდლებზე წასვლა.

ასე წავედით მე და ანა დუქანში.

მივდიოდით და ცოტა მაინც გვეშინოდა, რამე არ დაგვავიწყდესო. ამიტომ ვიმეორებდით და ვიმეორებდით, რაც დაგვაბარეს. მივდიოდით ხელიხელჩაკიდებულები და ვიქნევდით კალათებს. „და ხბოს ძეხვი, საუკეთესო!“ - ვმღეროდით ხმამაღლა. ასე გამოვიგონეთ სიმღერა ძეხვზე. ათასნაირად ვმღეროდით, მარშის მოტივიც კი შევუწყვეთ. ბოლოს კი ისეთი ნაღვლიანი მელოდია მოვიგონეთ, კინაღამ თვითონვე ავღრიალდით.

ბულერბიელი ბავშვები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი