მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #11)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #11)

ტყეში, ხავსზე, კაცი პირქვე დამხობილა. მის გვერდით კი პატარა ბიჭი ზის და ტირის.

- ნიკე, ხედავ, სისხლი მოგდის, - სლუკუნებს რასმუსი.

ნიკეს პერანგზე წითელი ლაქა სწრაფად დიდდება. რასმუსი ლაქას ჭუჭყიან საჩვენებელ თითს ადებს და ამბობს:

- იმ ბოროტმა პეტერსმა გესროლა ხომ?

- ჰო, - უპასუხებს ნიკე უცნაურად წვრილი ხმით, - ჰო, იმან მესროლა. მაგრამ ამის გამო ნუ იტირებ... მთავარია, რომ შენ გადარჩი!

ნიკე, ღარიბი, გულუბრყვილო მეზღვაური, ფიქრობს, რომ მისი სიკვდილის დრო დადგა, და ეს უხარია. თავის ცხოვრებაში რამდენი სისულელე ჩაიდინა, და რა კარგია, რომ სიცოცხლის ბოლოს მაინც ჩაიდინა სიკეთე - გადაარჩინა რასმუსი. არა, ამის დანამდვილებით თქმა ჯერ არ შეუძლია, მაგრამ იცის, რომ შეეცადა ბიჭი გადაერჩინა; იცის, რომ რასმუსისთვის ხელები მაგრად ჰქონდა შემოხვეული, სანამ ტყვია არ მოხვდა და არ დაეცა. რასმუსი კი პატარა ბაჭიასავით შეშინებული, გაიქცა და ხეებს ამოეფარა. მერე ეს პატარა ბაჭია ისევ ნიკესთან დაბრუნდა.

 

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი