მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #10)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #10)

რასმუსი კი არ იყურება კუნძულისაკენ. ის თავისი მამის მუხლებზე მოკალათებულა და წუხს, მამას სახეზე რატომ აქვს ასეთი ხშირი წვერი; რა მოხდება, კიდევ რომ გაეზარდოს და იმ სიგრძე გახდეს, მოტოციკლის ბორბლებზე დაეხვიოს?!

- მამა, ნიკეს დღისით რატომ სძინავს? მინდა, გაიღვიძოს და მელაპარაკოს, - სთხოვს ის მამას.

პროფესორი შეწუხებული სახით დაჰყურებს საკაცეს, რომელზეც ნიკე უგონოდ წევს. შეძლებს, ოდესმე ამ კაცს მადლობა გადაუხადოს იმისათვის, რაც მან მისი შვილისთვის გააკეთა? ალბათ - ვერა. ნიკეს საქმე ცუდად არის, გადარჩენის მცირე შანსი აქვს.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი