მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #9)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #9)

კალემ პირველად იგრძნო, რომ უძლური იყო. ისღა დარჩენოდა, ქარის ჩადგომას დალოდებოდა; ქარიშხალი კი შეიძლება რამდენიმე დღეს გაგრძელებულიყო. ასეთ დროს სად მოეძებნა თავშესაფარი და საჭმელი? ქოხში ვერ გაჩერდებოდა - იქ ძებნას დაუწყებდნენ, სურსათ-სანოვაგეც აღარ ჰქონდა, გამტაცებლებმა ჩამოართვეს. „ამაზე დიდი საშინელება არაფერია", - ფიქრობდა დაბნეული კალე, თან შეშინებული დაეხეტებოდა ნაძვებს შორის. ყოველ წუთს შეიძლებოდა თავს წამოსდგომოდა ნიკე. საჩქაროდ უნდა გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.

უეცრად ქარის ხმაურში ყვირილი შემოესმა. ვიღაცა ევა-ლოტას სახლიდან დახმარებას ითხოვდა. კალეს შიშისაგან ცივმა ოფლმა დაასხა. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ინჟინერი პეტერსი დანარჩენ ბავშვებს აიძულებს, მკაცრად აგონ პასუხი კალეს გაქცევისთვის? ამის გაფიქრებაზე ბიჭს მუხლები მოეკვეთა. აუცილებლად უნდა გაიგოს, რა ხდება სახლში.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი