მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #8)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #8)

სანამ ანდერსი და ევა-ლოტა გამალებით იბრძოდნენ, კალე ელვის უსწრაფესად გავარდა კარში. ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა. ნიკეს გოლიათის ძალა ჰქონდა. გაოცებისაგან რომ გამოერკვა, ხელის რამდენიმე ძლიერი გაქნევით თავი გაითავისუფლა. გაბრაზებული და დაბნეული წამოდგა და მაშინვე შეამჩნია, რომ კალე იქ აღარ იყო. გააფთრებული ეცა კარს და შეეცადა, გაეღო, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. წამით გაშეშდა, შემდეგ კი მხრით მთელი ძალით დაეტაკა კარს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო.

- ჯანდაბა, ვინ დაკეტა კარი?! - იყვირა გააფთრებულმა.

აღტაცებული რასმუსი ისევ ოთახში დარბოდა.

- ეს მე ჩავიდინე! - დაიყვირა მან, - ეს მე გავაკეთე! - კალე გაიქცა და მე დავკეტე კარი.

ნიკემ მაგრად ჩაავლო ხელი.

- სად წაიღე გასაღები, პატარა ყალთაბანდო?

- ვაი, მეტკინა! - დაიწრიპინა რასმუსმა, - ხელი გამიშვი!

ნიკემ კიდევ შეანჯღრია.

- მე შენ გეკითხები: სად წაიღე გასაღები?!

- ფანჯრიდან ვისროლე! - უპასუხა რასმუსმა.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი