მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #7)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #7)

ისინი მიემგზავრებიან. რამდენიმე წამში აქედან წავლენ და ამ კუნძულს არასოდეს ნახავენ. კალე წამით შეყოვნდა, სანამ ნავში ჩახტებოდა, და უკანასკნელად მოავლო თვალი კუნძულს, რომელიც რამდენიმე შფოთიანი დღე-ღამე მათი სახლი იყო. კლდე, საიდანაც ყვინთავდნენ, დილის მზის სხივებში მიმზიდველი ჩანდა. კლდის უკან, ნაპრალში, მათი ქოხი იდგა. ცხადია, კალეს არ შეეძლო აქედან დაენახა, მაგრამ იცოდა, რომ ქოხი იქ არის, ახლა ცარიელია და აღარასოდეს იქნება მათი სახლი.

- ნავში ჩახტები თუ არა? - აწუწუნდა ევა-ლოტა, - მინდა, აქედან წავიდე, ეს ერთადერთია, რაც ახლა მინდა.

ევა-ლოტა რასმუსის გვერდით ნავის კიჩოზე იჯდა. ყველაზე მეტად მას უნდოდა აქედან წასვლა.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი