მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #6)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #6)

ამასობაში გაწვიმდა და ცივმა და ხშირმა წვიმამ ორივეს თხელი ტანსაცმელი დაუსველა. ირგვლივ ჩამობნელდა, შავი ჩრდილები დაეშვა ხეებზე. ევა-ლოტა და რასმუსი ფეხის ბორძიკით მიდიოდნენ წინ - გალუმპულები, მშივრები, იმედდაკარგულები, შეწუხებულები.

- როცა ბნელა, ტყეში ყოფნა არ მინდა! - დაიყვირა რასმუსმა, - გაიგე? არ მინდა! ..

ევა-ლოტამ სახიდან წვიმის წვეთები მოიწმინდა (იქნებ ამ წვეთებში ცრემლებიც ერია?!), შეჩერდა, მიიკრა რასმუსი და აკანკალებული ხმით უთხრა:

- რასმუს, თეთრი ვარდის რაინდო, გულადი უნდა იყო. ახლა მეც და შენც თეთრი ვარდები ვართ და ორივენი ნამდვილად კარგ საქმეს გავაკეთებთ.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი