მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #5)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #5)

რასმუსი კი უკვე საწოლში იწვა და საბანზე ქერქისაგან გაკეთებული ხუთი პატარა სათამაშო ნავი დაეწყო. კედელზე მისი მშვილდი ეკიდა. რასმუსი ბედნიერი იყო - ეს კუნძული კარგი ეჩვენებოდა, ბავშვების გამტაცებლები კი - კეთილები.

- მისმინე, მეგობარო, - ინჟინერი პეტერსი საწოლის კიდეზე ჩამოუჯდა, - რას იტყვი, მთელი ზაფხული აქ რომ გაატარო?

რასმუსს სახე გაუბრწყინდა.

- მთელი ზაფხული? რა კეთილი ხარ! მე და მამა კარგად დავისვენებთ შენს აგარაკზე.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი