მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #3)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #3)

კალემ და ანდერსმა მთელი ნაშუადღევი ძილში გაატარეს, რაც მათ ძალიან სჭირდებოდათ. მანამდე კი მშვენიერი ქოხი ააგეს.

კალე ხელით შეეხო ნაძვის ტოტების კედელს. ოჰ, რა მშვენიერია ეს ქოხი - პატარა თავშესაფარი გამტაცებლებისგან მოშორებით, სადაც მათ ვერავინ იპოვის. ქოხი საიმედოდაა შემალული ორ კლდეს შორის, ნაპრალში, და თუ პირდაპირ არ შეეჩეხები, ვერ იპოვი. აქ ქარსაც შეეფარები და ნაძვის რბილ ტოტებზეც დაიძინებ. კლდეები ქოხის ორსავე მხარეს იჭერს მზის სითბოს. ასე რომ, ის და ანდერსი ღამით არ გაიყინებიან. მართლაც რომ, მშვენიერი ქოხია!

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი