მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #2)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #2)

გამხნევებულმა კალემ და ანდერსმა მოუხვიეს გზაზე, რომელიც ზღვისკენ მიდიოდა. დაღლილობა სრულიად გადაავიწყდათ. კარგ გუნებაზე არ იყვნენ, მაგრამ მათ წუხილსა და შიშს ფარავდა თავისებური გამამხნევებელი აღტყინება. მოტოციკლი რიტმულად რახრახებდა. კილომეტრს კილომეტრები ცვლიდა და ილეოდა გზა, რომელსაც ისინი უნდა მიეყვანა უცნობ მიზნამდე, სადაც ელოდათ უცნობი საშიშროება.

ისინი გზას თვალს არ აშორებდნენ. ხან აქ, ხან იქ ხედავდნენ წითელი ქაღალდის ნაგლეჯებს, როგორც ევა-ლოტასაგან გამოგზავნილ პატარა, სასიამოვნო სალამს.

ბოლოს ტყეში შემავალ ბილიკს მიადგნენ, რომელსაც კინაღამ გვერდი აუარეს, რადგან იგი ძლივსშესამჩნევი იყო. მაგრამ ბოლო წუთებში ანდერსმა დაინახა კარგად ნაცნობი წითელი ქაღალდის ნაგლეჯი, ფიჭვებში რომ ანათებდა და იყვირა:

- შეჩერდი! ჩვენ არასწორად მივდივართ! მათ ტყეში შეუხვიეს!

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი