მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #5)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #5)

მამა მივიდა პოლიციაში. იქიდან დარეკეს პოლიციის სხვა უბნებში და შეატყობინეს, დიდი მწვანე საბარგო მანქანა დაიკარგაო.

გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ საბარგო მანქანის თაობაზე ჩამიჩუმიც არსაიდან იყო. ბოლოს, რადიოთიც გამოაცხადეს, რათა ქვეყანაში ყველას შეეტყო დიდი საბარგო მანქანის დაკარგვის ამბავი.

ამ დღეებში ბავშვები ძალიან წყნარად იქცეოდნენ და ყველაფერს უგონებდნენ დედას. ისინი სულ მამაზე ფიქრობდნენ, რომელიც ისეთი მოწყენილი იყო, ისეთი, რომ... საღამოობით, ლეიბებზე ძილის წინ დიდხანს ჩურჩულებდნენ. ყველაზე მეტს მარტინი ლაპარაკობდა:

- ხვალ ხელფასის დღეა, მამა კი ვერაფერს მიიღებს. მოდით, ხვალ საბარგო მანქანის საძებნელად წავიდეთ. წრიპების გარეშე, მხოლოდ მარენი, მარტა და მე წავალთ.

ბავშვებმა მალე დაიძინეს, მაგრამ ქალაქს ჯერ არ ეძინა და ქუჩებში დაქროდა: უამრავი მსუბუქი ავტომობილი, უამრავი ავტობუსი და უამრავი მწვანე საბარგო მანქანა.

როგორ გგონიათ, იპოვნიან დედა, მამა და რვა შვილი თავიანთ საბარგო მანქანას?

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი