მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #4)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #4)

სანამ დედა და ბავშვები სეირნობდნენ, მამა სამუშაოდან დაბრუნდა. სახლში ასვლამდე საბარგო მანქანა გარეცხა და გაწმინდა. მერე მანქანის გასაწმენდი ჩვარი კაბინაში, სავარძლის ქვეშ შეინახა. სავარძლის ქვედა მხარეს მამას დედისა და რვავე შვილის სურათი მიეწებებინა.

თუ მამას ისეთი ვინმე შეხვდებოდა, ვინც განსაკუთრებით მოეწონებოდა, ასწევდა ხოლმე სავარძელს და აჩვენებდა ამ ფოტოსურათებს.

- ესეც ასე, - თქვა მამამ, - ახლა მანქანაც სუფთად იქნება და მეც მშვიდად ავალ შინ.

მაგრამ თავისი ბინის კარი გამოაღო თუ არა, მაშინვე მიხვდა, რომ შინ არავინ იყო.

„ეტყობა ისევ გვეწვია ქვედა მეზობელი“, - გაიფიქრა მამამ და დასასვენებლად წამოწვა.

ცოტა ხნის შემდეგ დედა და ბავშვებიც დაბრუნდნენ. საბარგო მანქანა სახლთან არ დაუხვდათ.

როგორ განცვიფრდნენ, როცა შინ შევიდნენ და ნახეს, რა გულიანად ხვრინავდა მამა სამზარეულოში!

- კარგი ოინი კი გვიყავი! - უთხრა დედამ, - სად დამალე მანქანა? 

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი