მესამე საფეხური
» დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #3)

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა (ნაწყვეტი #3)

ერთხელ კარზე დააკაკუნეს და ოთახში შემოვიდა ქალი, რომელიც მათ ქვემოთ ცხოვრობდა.

- აივსო მოთმინების ფიალა, - განაცხადა მან, - ახლავე წავალ და სახლის პატრონთან გიჩივლებთ, აუტანელია ამ სახლში ცხოვრება. ნუთუ არ შეგიძლიათ, დააშოშმინოთ თქვენი აბეზარი ბავშვები?!

ბავშვები დედის ზურგს უკან იმალებოდნენ და იქიდან იჭყიტებოდნენ. კაცს ეგონებოდა, დედას ერთბაშად ცხრა თავი გამოებაო.

- სულ ვცდილობ რომ დავაწყნარო, - მოიბოდიშა დედამ, - მაგრამ ესენიც ისევე თამაშობენ, როგორც ყველა ბავშვი თამაშობს ამქვეყნად. ხომ არ მოვკლავ ამისათვის?!

- რამდენიც უნდათ, იმდენი ითამაშონ, - თქვა გაბრაზებით ქალმა, - მაგრამ ნასადილევს ვისვენებ ხოლმე და დღეიდან თქვენი ხმა რომ გავიგონო, წავალ და სახლის პატრონთან გიჩივლებთ. 

- რა გაეწყობა, - ამოიოხრა დედამ, - ჩვეულებრივად მოვიქცევით.

ბავშვებმა კარგად იცოდნენ, რასაც ნიშნავდა „ჩვეულებრივად“ - ოთხმა უფროსმა ბავშვმა ტანთ ჩააცვა ოთხ უმცროსს. დედამაც მოიხვია თავშალი, ჩაიცვა პალტო და ყველანი მზად იყვენენ სასეირნოდ წასასვლელად.

დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ანე კატერინე ვესტლი