მესამე საფეხური
» კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #1)

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი (ნაწყვეტი #1)

მშობლები ხშირად უშლიან ხელს შვილებს თამაშში. მაგალითად, მედუქნე ბლუმკვისტს ზოგჯერ თავში აზრად მოსდიოდა, თავის ვაჟს, კალეს, „პიკის" საათებში დუქანში ემუშავა. ფოსტის უფროსი კი ხშირად სულელურ რამეს ავალებდა შვილს: ბაღის ბილიკები დახვეტე და მდელოზე ბალახი გაკრიჭეო. სიქსტენი ამაოდ ცდილობდა, დაერწმუნებინა მამა, ბაღში მაღალი ბალახი უფრო რომანტიკულიაო, მაგრამ ფოსტის უფროსს გაგონებაც არ უნდოდა, თავს გააქნევდა და უსიტყვოდ მიუთითებდა ხოლმე ბალახის საკრეჭ მანქანაზე.

ნამდვილად ჰუმანურად მხოლოდ ევა-ლოტას მამა იქცეოდა. მეფუნთუშე ნაზად ეფერებოდა გოგონას ქერა თავზე და არიგებდა.

კალე ბლუმკვისტი და რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი