მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #5)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #5)

ერთ მშვენიერ დღეს ჯოვანინო ჩიტირეკიამ რომში წასვლა გადაწყვიტა. ნეტავ აქ რას ვუზივარ, წავალ, მეფეს ცხვირზე ხელს მაინც წავავლებო. ფეხი არ გაადგა, თავი არ დაიღუპოო, დაეხვივნენ ნაცნობ-მეგობრები.

- ეგ ადვილი არ გეგონოს, იცოდე, - აფრთხილებდა ზოგიერთი, - მეფე რომ გაჯავრდეს, მერე რასა შვრები? საკუთარ ცხვირსაც უნდა გამოეთხოვო და მაგ თავსაც ზედ მიაყოლებენ.

მაგრამ ჯოვანინო თავისნათქვამა იყო, კერპი. ჩაალაგა ჩემოდანი და, სანამ რომის გზას დაადგებოდა, ჯერ თავიანთი ეკლესიის მღვდელი და ქალაქისთავი მოინახულა, მერე მუნიციპალიტეტშიც შეიარა მრჩევლის სანახავად. აბა ერთი ვცადო, რას იზამენო, იფიქრა, და ხელის გასავარჯიშებლად სამივეს ცხვირზე წაეტანა.

მაინცდამაინც ძნელი არ ყოფილაო, გული დაიარხეინა ჯოვანინომ და გზას გაუდგა.

ჯოვანინოს ერთი თხელი უბის წიგნაკი ჰქონდა, სადაც ხელწავლებულ ცხვირებს უკლებლივ აღრიცხავდა. იმ წიგნაკში არ იყო არც ერთი ჩვეულებრივი ცხვირი - სულყველა ცნობილ და გავლენიან ხალხს ეკუთვნოდა.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი