მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #9)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #9)

კარგი იქნებოდა, ჩემი მეგობარი ბენკაც აქ ყოფილიყო, ვიჭიდავებდით - რა თქმა უნდა, გასართობად! ძალიან მაკლია ბენკა! საწყალი ბენკა ახლა ნამდვილად თეგნერპარკშია, სადაც, როგორც ყოველთვის, წვიმს, ქარია და ბნელა. რა თქმა უნდა, მას უკვე ეცოდინება, რომ გავქრი, და ალბათ, იმაზე ფიქრობს, სად გადაიკარგა, ნეტავ ოდესმე კიდევ თუ ვნახავო. საწყალი ბენკა! როგორ ვერთობოდით ერთად! ძველი ცხოვრებიდან მხოლოდ ბენკა მაკლდა. სხვა მართლა არავინ მენატრებოდა. შეიძლება, კიდევ - დეიდა ლუნდინი, ის ხომ ყოველთვის კარგად მექცეოდა. მაგრამ ყველაზე მეტად ბენკაზე ვფიქრობდი. ჩაფიქრებული მივუყვებოდი ვარდნარის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს. უცბად ავიხედე და თქვენ ვინ გგონიათ, გზაზე ვინ იდგა? ვინა და... ბენკა! არა, ეს ბენკა არ იყო. ეს იყო ბიჭი, რომელსაც ბენკასნაირი მუქი წაბლისფერი თვალები და თმა ჰქონდა.

- ვინა ხარ? - ვკითხე მე.

- მე იუმ-იუმი მქვია, - მითხრა მან.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი