მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #2)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #2)

ტონინომ ერთხელ გაკვეთილი არ ისწავლა და ისე წავიდა სკოლაში. მიდიოდა და სული კბილით ეჭირა, ვაითუ  გამომიძახონო.

„ნეტავი უჩინმაჩინად მაქცია, სხვა არაფერი მინდა,“ - ნატრობდა გულში ტონინო.

გაკვეთილი ჩვეულებრივად სიის ამოკითხვით დაიწყო. როცა მასწავლებელმა ტონინოს გვარი წაიკითხა, ის ხელად ფეხზე წამოხტა და აქა ვარო, დაიძახა, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგონია.

- ეტყობა, ტონინო ავად გახდა, - თქვა მასწავლებელმა, - სწორედ დღეს უნდა გამომეძახებინა.

ტონინო მიხვდა, ნატვრა ამხდენია, უჩინმაჩინი ვარ უკვეო, გაქანდა და ოთახის კუთხეში ქაღალდის ნახევებით სავსე კალათა რომ იდგა, შიგ ჩახტა. მერე მერხებზე დაიწყო სირბილი და ბრახაბრუხი აუყენა. ხან ერთ ბავშვს აწიწკნიდა ქოჩორს, ხან - მეორეს. თვალის დახამხამებაში მთელი კლასი ყირამალა დააყენა.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი