მესამე საფეხური
» ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #1)

ტელეფონით მოყოლილი ამბები (ნაწყვეტი #1)

თითისტოლა კლაუდიო ერთხელ თავის ჭიშკართან ჩხირკედელაობდა, იქვე გზაზე კი ოქროსსათვალიანი დარბაისელი ბერიკაცი მოდიოდა. წელში ცხრად იყო მოკეცილი და კიდევ კარგი, ყავარჯენს ეყრდნობოდა, თორემ ისე, ალბათ, ვერც ივლიდა. ჭიშკარს რომ გაუსწორდა, ბერიკაცს უცაბედად ხელი გაეშვა და ყავარჯენი ძირს დაუვარდა. კლაუდიო ხელად იქ გაჩნდა, აიღო ყავარჯენი და პატრონს მიაწოდა.

- შენი მადლობელი ვარ, მაგრამ იყოს, აღარ მინდა, - ღიმილით უთხრა ოქროსსათვალიანმა ბერიკაცმა, - უჯოხოდაც კარგად ვივლი. თუ მოგწონს, წაიღე, შენთვის მიჩუქნია.

გააქანა კლაუდიომ ყავარჯენი და ძირს დაარჭო, - აბა ერთი ვნახო, რკინის წვეტი ქვიშაში სადამდე ჩავაო. მერე ახლა, ვითომ ცხენიაო, ზედ მოახტა და... კლაუდიო ყორნისფერმა საღარა ბედაურმა გაიტაცა და მთელი ეზო შემოატარა.

კლაუდიოს, ცოტა არ იყოს, გული გადაუბრუნდა, და როგორც კი ბედაურმა ფეხი შეანელა, იმწამსვე ძირს ისკუპა.

ტელეფონით მოყოლილი ამბები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ჯანი როდარი