მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #7)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #7)

ნაპირზე ვიღაცა მორბოდა ჩვენკენ. ეს მეფე იყო, მამაჩემი. როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიცანი. მან ხელები გაშალა და მეც ჩავეხუტე. დიდხანს ვყავდი გულში ჩაკრული. სიტყვა არ დაგვიძრავს. მე მთელი ძალით ვეხვეოდი კისერზე.

ოჰ, როგორ მინდა, დეიდა ედლამ დაინახოს მამაჩემი! რა ლამაზია! როგორ ბრწყინავს მისი ოქროთი ნაკერი და ბრილიანტებით შემკული ტანსაცმელი! ბენკას მამას ჰგავს, მაგრამ მასზე უფრო ლამაზია.

დეიდა ედლას სიმართლე უთქვამს: დედაჩემი მართლაც ჩემი გაჩენისას გარდაცვლილა. უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში კი იმ სულელ ხალხს თავში აზრადაც არ მოსვლია, მამაჩემისთვის, მეფისთვის, ჩემი ადგილსამყოფელი შეეტყობინებინა. მამა თურმე მთელ ცხრა წელიწადს მეძებდა. მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, ჩემი ნამდვილი სახლი ვიპოვე.

აქ, შორეულ ქვეყანაში, მთელი დღეები მხიარულებაში გადის. ყოველ საღამოს მამა-მეფე ჩემს ოთახში შემოდის, ჩვენ თვითმფრინავის მოდელებს ვაშენებთ და ვსაუბრობთ.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი