მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #6)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #6)

თურმე სული სტოკჰოლმში წინა საღამოს ჩამოსულა და ბოთლში დასაძინებლად შემძვრალა. სულისთვის ყველაზე საყვარელი დასაძინებელი ადგილი ხომ ბოთლია. მაგრამ სანამ ეძინა, მისთვის გასასვლელი ვიღაცას ჩაეკეტა და მე რომ არ გამეთავისუფლებინა, ალბათ ათას წელიწადს მოუწევდა იქ ყოფნა, სანამ საცობი არ დალპებოდა.

- ეს ჩემს მეფე-ბატონს ნამდვილად არ მოეწონებოდა, - ჩაიბურდღუნა თავისთვის სულმა.

მე გავბედე და ვკითხე:

- სულო, საიდან ხარ?

სული ერთი წამით დადუმდა, მერე კი თქვა:

- შორეული ქვეყნიდან.

ეს ისე ხმამაღლა თქვა, თავმა ზრიალი დამიწყო. მისმა ხმამ იმ ქვეყნის მიმართ ლტოლვა გამიღვიძა. ვიგრძენი, იქ თუ არ წავიდოდი, ვეღარ ვიცოცხლებდი. სულს ხელები გავუწოდე და ვიყვირე:

- შორეულ ქვეყანაში წამიყვანე! იქ მე მელოდებიან.

სულმა თავი გააქნია, მაგრამ მე ოქროს ვაშლი გავუწოდე და სულმა შესძახა:

- შენ ჯადოსნური ნიშანი გაქვს! შენ ის ხარ, ვინც თან უნდა წავიყვანო.

 

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი