მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #5)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #5)

ერთხელ ბიბლიოთეკიდან „ათას ერთი ღამე“ გამოვიტანე, რომელშიც წავიკითხე ბოთლში გამომწყვდეული სულის ამბავი. მაგრამ ეს ხომ შორეულ არაბეთში, ათასობით წლის წინ მოხდა. სულ სხვა ამბავია თეგნერპარკში დაგდებული ლუდის ბოთლი. ამ ბოთლში ნამდვილად ვიღაც იყო. ბოთლში ნამდვილად სული იჯდა. აშკარად ეტყობოდა, გამოსვლა სურდა.

აქამდე არავითარ სულთან არ მქონია საქმე და ამიტომ საცობის ამოღებისა შემეშინდა კიდეც, მაგრამ ბოლოს მაინც გავბედე. სული ბოთლიდან საშინელი ხმაურით ამოვარდა და იმავე წამს ზრდა დაიწყო. იქამდე დიდდებოდა, სანამ თეგნერპარკთან აშენებულ სახლებზე დიდი არ გახდა.

ვერავინ წარმოიდგენს, როგორ შემეშინდა. მთელი სხეულით ვცახცახებდი. მერე სულმა ლაპარაკი დაიწყო. მისი ხმა ჩანჩქერის გრუხუნივით ისმოდა და გავიფიქრე, აი, ეს უნდა გაიგონონ დეიდა ედლამ და ბიძია სიქსტენმა, სულ რომ წუწუნებენ, ხალხმა ხმამაღალი ლაპარაკი იცისო.

- ბიჭო, - მითხრა სულმა, - შენ საპყრობილიდან გამათავისუფლე. მითხარი, მადლობა რით გადაგიხადო.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი