მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #3)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #3)

საფოსტო ყუთი რამდენიმე სახლის მოშორებით იყო. მე გავიქეცი. როდესაც ბარათის ჩაგდება დავაპირე, დავინახე, რომ ის ერთიანად ანათებდა და ბრწყინავდა. დიახ, დეიდა ლუნდინის ნაწერი ალისფრად ანათებდა. თავი ვერ შევიკავე და ბარათი წავიკითხე. ზედ ეწერა:

„შორეული ქვეყნის მეფეს

ის, ვისაც შენ ასე დიდხანს ეძებდი, გზაშია. ის დღესა და ღამეში მოგზაურობს და ნიშნად ხელში ოქროს ვაშლი უკავია.“

ვერაფერი გავიგე, მაგრამ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ბარათი მაშინვე საფოსტო ყუთში ჩავაგდე.

საინტერესოა, ვინ იყო ის, ვინც დღესა და ღამეში მოგზაურობდა? ვინ ატარებდა ხელით ოქროს ვაშლს?

უნებურად დეიდა ლუნდინის მოცემულ ვაშლს დავხედე. ვაშლი ოქროსი იყო. დიახ, ვამბობ, რომ ოქროს ვაშლი იყო. მე ხელში ოქროს ვაშლი მეჭირა.

გული ყელში მომებჯინა. არ მიტირია, მაგრამ ტირილს აღარაფერი მაკლდა. მარტოსული ვიყავი. თეგნერპარკში წავედი და სკამზე ჩამოვჯექი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. 

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი