მესამე საფეხური
» მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #1)

მიო, ჩემო მიო (ნაწყვეტი #1)

თეგნერპარკში წავედი და სკამზე ჩამოვჯექი. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ყველა შინ წასულიყო სავახშმოდ.

დეიდა ედლას და ბიძია სიქსტენს ნაშვილები ვყავდი. მათთან ერთი წლისამ ამოვყავი თავი. მანამდე თურმე უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ვცხოვრობდი. იქიდან დეიდა ედლამ წამომიყვანა. მას გოგონას აყვანა სურდა, მაგრამ რადგან შესაფერისი გოგო ვერ ნახა, მე წამომიყვანა. დეიდა ედლა და ბიძია სიქსტენი ვერ იტანდნენ ბიჭებს, განსაკუთრებით - რვა-ცხრა წლისებს. დეიდა ედლა ირწმუნებოდა, რომ სახლში აუტანელი ხმაური იდგა, თეგნერპარკში თამაშის შემდეგ სახლში ჭუჭყი შემომქონდა, ტანსაცმელს აქეთ-იქით ვყრიდი, ხმამაღლა ვლაპარაკობდი და ვიცინოდი. სულ ერთსა და იმავეს ამბობდა: „წყეული იყოს დღე, როცა ამ სახლში შემოგიყვანეო.“ ბიძია სიქსტენი არასოდეს არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიყვიროდა ხოლმე: „შენ, ეი, მოწყდი აქედან, თვალით არ დამენახოო!“

თითქმის მთელ დღეს ბენკასთან ვატარებდი. მამამისი ხშირად ელაპარაკებოდა ბენკას და თვითმფრინავის მოდელების აგებაში ეხმარებოდა. ბენკას უფლება ჰქონდა, რამდენიც სურდა, იმდენი ელაპარაკა და ეცინა.

მიო, ჩემო მიო

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი