მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #2)

მსახურს სულმა წასძლია, ჯილდოს დახარბდა და ფიფქია მალულად წაიყვანა უღრან ტყეში, მაგრამ მისი მოკვლა ვერ გაბედა, თან შეეცოდა გოგონა.

დასვა ერთი ხის ძირას, წაილუღლუღა, მალე დავბრუნდებიო და ისე წავიდა, უკან არც მოუხედავს. ჩამობნელდა, ფიფქია კი იჯდა და მსახურს ელოდებოდა, მაგრამ რომ აღარ გამოჩნდა, შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ეჩვენებოდა, ბუჩქებში ვიღაცაა დამალული და მითვალთვალებსო. ფოთლების შრიალზე თუ ოდნავ ფაჩუნზე გული უსკდებოდა, მაგრამ დაღლილს მალე ხის ძირას ჩაეძინა.

გარიჟრაჟზე ფრინველების ჟივილ-ხივილმა ტყე გააღვიძა და გოგონასაც ღამე განცდილი შიში გადაავიწყდა. ადგა და იქაურობა მიათვალიერ-მოათვალიერა: ხეებს შორის ერთი პატარა ბილიკი მიიკლაკნებოდა. გაჰყვა ამ ბილიკს და ბევრი იარა თუ - ცოტა, გაშლილ მინდორზე გავიდა. იქვე მომცრო სახლი შეამჩნია.

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: