მესამე საფეხური
» ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

ფიფქია და სხვა ზღაპრები (ნაწყვეტი #1)

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავდა, რომელსაც ფიფქია ერქვა. გოგონას დედა ადრე მოუკვდა, დედინაცვალი კი ლამაზი, მაგრამ ბოროტი და შურიანი იყო. სულ იმას შიშობდა, ვაითუ ფიფქიამ ჩემი სილამაზე დაჩრდილოსო. ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა, რომელსაც მალიმალ ეკითხებოდა:

- სარკევ, ჩემო სარკევ, მითხარი, არის ამ სამეფოში ვინმე ჩემზე ლამაზი?

სარკე კი მუდამ ამას პასუხობდა:

- არა, ჩემო დედოფალო, ამ სამეფოში შენზე ლამაზი არავინ არის.

მაგრამ ერთ დღესაც სარკემ დედოფალს გაუბედა:

- შენ კი ლამაზი ხარ დედოფალო, მაგრამ ყველაზე ლამაზი ფიფქიაა!

დედოფალს შურმა ისე დაუბნელა გონება, რომ გადაწყვიტა, ფიფქია თავიდან მოეშორებინა. დაუძახა თავის ერთგულ მსახურს და უბრძანა:

- თუ ფიფქიას სადმე შორს წაიყვან და სიცოცხლეს გამოასალმებ, უხვად დაგაჯილდოვებ!

ფიფქია და სხვა ზღაპრები

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: