მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #7)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #7)

დედამ მაგრად ჩასჭიდა ხელი ლოტას და ყველანი ჩვენს კუპეში დავბრუნდით. სამივე გასუსულები ვისხედით, რადგან დედა ძალიან, ძალიან გაბრაზებული იყო. ასე გვითხრა, გიჟმაჟი ხბოების ნახირი უფრო ადვილი მისახედია, ვიდრე თქვენ, ჩემი საკუთარი შვილებიო.
მე კი გამახსენდა, რომ მალე ბებიასთან და პაპასთან ბოჩოლებს ვნახავდი და ცოტათი გავმხიარულდი.
ბებია და პაპა ვერანდაზე გველოდნენ. ეზოში მათი ძაღლი ლუკასი დახტოდა და მხიარულად ყეფდა. ბაღში ზაფხულის სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. 
- ჩემი პატარები ჩამოვიდნენ! - შემოგვეგება ბებია.
- აი, შენი საყვარელი პატარები! - გაიღიმა დედამ.
- ხვალ დილიდანვე ბლეკი ვაჭენოთ, ხომ გინდათ?! - შემოგვთავაზა პაპამ.
- წამოდით, მურნას კნუტებს გიჩვენებთ, - ტკბილად გვითხრა ბებიამ.
- ბებო, კარადაში კარამელი კიდევ დაგრჩა? - წინსაფარზე დაჰქაჩა ლოტამ.
- მგონი, დამრჩა კიდეც, - გაუღიმა ბებიამ, - ჰო, რამდენიმე კარამელი ნამდვილად შემომრჩებოდა.
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი