მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #6)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #6)

ლოტას ღორდათვას ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. დედამ თქვა, სხვა გზა აღარ გვაქვს, შინ დრუნჩას გარეშე მოგვიწევს დაბრუნებაო.
მაშინ უნდა გენახათ, როგორი კივილი მორთო ლოტამ! ბევრად უფრო უარესი, ვიდრე იუნასი რომ ტბაში ჩავარდა.
-  დრუნჩა მშვენივრად გაატარებს ამ ღამეს ტყეში, დილით კი მოვალ და ისევ მოვძებნი! - ამშვიდებდა მამა.
- ტყეში შეიძლება ბოროტი ჯადოქარი მოვიდეს და დრუნჩა შეაშინოს! - მწარედ მოთქვამდა ლოტა.
- დრუნჩას დანახვაზე მგონი ჯადოქარს უფრო შეეშინდება! - გულს უკეთებდა მამა.
- ლოტა, იქნებ გახსოვს, თან ბოლოს როდის გყავდა დრუნჩა? - შეეკითხა დედა.
ლოტამ მოთქმა შეწყვიტა, შუბლი შეჭმუხნა და მცირე ფიქრის შემდეგ თქვა:
- თორმეტ საათზე!
არადა საათის ცნობა საერთოდ არ იცის; გამოდის, უსინდისოდ მოიტყუა. მგონი, მამა არ აჭარბებს, როცა ამბობს, რომ ლოტა ძალიან ჯიუტი და ცრუპენტელა გოგოა.
 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი