მესამე საფეხური
» ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #5)

ლოტა აურზაურის ქუჩიდან (ნაწყვეტი #5)

იუნასმა გადაწყვიტა, ჩვენთვის ეჩვენებინა, როგორ ხტება მამა თავით წყალში.

- აი, ასე აკეთებს! - ხელები გაშალა, ჰაერში შეხტა და მოულოდნელად პირდაპირ წყალში გაადინა ტყაპანი! არადა, საბრალოს აზრადაც არ ჰქონია ტბაში გადახტომა. მით უმეტეს, რომ დედამ მკაცრად გაგვაფრთხილა, ტბაში არ ჩახვიდეთ, წყალი საბანაოდ ჯერ კიდევ ძალიან ცივიაო.

მე და ლოტას ისე შეგვეშინდა, საშინელი კივილი მოვრთეთ. უცებ ნაპირზე ტოტი შევნიშნე და იუნასმა ამოიყურყუმელავა თუ არა, ერთი ბოლო მას მივაჩეჩე, იუნასმაც ხელი სტაცა. ლოტას სიცილი აუტყდა. ამასობაში დედამ და მამამ იუნასი წყლიდან ამოიყვანეს.

- ოჰ, იუნას, იუნას! - თავი გადააქნია დედამ, როცა თავიდან ფეხებამდე გალუმპული იუნასი შეათვალიერა.

-  იუნასს მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა, როგორ ხტება მამა წყალში, - აუხსნა ლოტამ, მერე იუნასს შეხედა და ისევ აკისკისდა: - აუ, რა სასაცილოა შენი სველი შარვალი!

 

ლოტა აურზაურის ქუჩიდან

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი