მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #10)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #10)

თვალცრემლიანი რასმუსი კიბეზე დაეშვა და ეზოში გაიჭრა. იცის, რომ ოსკარი წავიდა, მაგრამ უნდა, ეს საკუთარი თვალით შეამოწმოს; უნდა დარწმუნდეს, რომ ყოველგვარი იმედი დაკარგულია. ეზო გიჟივით გაირბინა და საბძელს ეცა. ძლივძლივობით გააღო მძიმე კარი და შიგნით შევარდა. პირველ წამს ვერაფერი გაარჩია და აყვირდა:

-ოსკარ! ოსკარ!

პასუხი ვერ მიიღო და ხმამაღლა ასლუკუნდა. მალე მისი თვალები სიბნელეს შეეჩვია და ცარიელი საბძელი მოათვალიერა. სტენსეტრაში ჯერ არ დაეწყოთ თივის ზიდვა, საბძელი მოცარიელებული იყო და არავითარი ოსკარი იქ არ იმყოფებოდა.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი