მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #8)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #8)

რასმუსისთვის ცხოვრებაში ვინმეს იშვიათად თუ მიეცა რაიმე. ამიტომ ყოველი საჩუქარი მისთვის დიდი მოვლენა იყო. თუ რაიმე ნივთს გაჩუქებენ, ესე იგი, ვიღაც ფიქრობს შენზე. რასმუსისათვის ეს ორი მონეტა იმას ნიშნავდა, რომ ოსკარი კეთილად იყო მის მიმართ განწყობილი. მიდიოდა ახლა ბედნიერი, შარვლის ჯიბეში ფულებს მიაჩხრიალებდა და თავი მდიდარი ეგონა.

- აბა, რას ამბობ, მე ისეთივე ვარ, როგორიც ყველა მაწანწალა, - დაიმორცხვა ოსკარმა, - ხან კარგი, ხანაც ავი. იცი, რა, ახლა ჩვენ ჰულტმანთან შევალთ და რაიმე საჭმელს ვიყიდით.

საჭმლის ხსენებაზე რასმუსს თვალთ დაუბნელდა. ხოლო როცა ჰულტმანის დუქანში შედიოდნენ, კინაღამ მუხლები მოეკვეთა. დუქანში გემრიელი საჭმელების თავბრუდამხვევი სუნი იდგა. ვარდისფერ-ყავისფერი ძეხვები დახლზე გროვა-გროვა ეწყო. საუკეთესო მსუქან თავ-ფეხსა და ღვიაზე შებოლილ შაშხს შეევიწროვებინა ღვიძლის პაშტეტი და მრავალნაირი სახის ყველი. სპეციალურ თაროზე ელაგა კარამელის ქილები, კანფეტის კოლოფები და შოკოლადის ფილები. 

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი