მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #7)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #7)

ოსკარმა ცული გვერდზე მიდო და ტომრიდან, რომელიც ფარდულის კართან დატოვა, წითელი მაუდის ნაჭერში სათუთად გახვეული გარმონი ამოიღო.

- ახლა ჩვენ კონცერტს გავმართავთ, დიასახლისმა კი, რაც უნდა, ისა თქვას.

იგი კლავიშებს მსუბუქად შეეხო. გარმონმა რამდენჯერმე ამოიოხრა, მაგრამ, აი, ოსკარმა გარმონი ბოლომდე გაწელა და ფარდული ისეთი საუცხოო ხმებით აივსო, რომლის მსგავსიც რასმუსს თავის დღეში არ გაეგონა.

მღეროდა ოსკარი ისეთი ძლიერი, ტკბილი ხმით, რომ ბიჭი აათრთოლა. ეს მუსიკა ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ფრეკენ ჰეკის მიერ ორღანზე შესრულებული ვარიაციები ბიბლიურ თემებზე. რასმუსი მორზე ჩამოჯდა და გატრუნული ტკბებოდა მომაჯადოებელი ჰანგებით.

ეზო-ყურიდან გამოეფინნენ ფერმკრთალი ბავშვები, იქვე, შორიახლო, მოკრძალებით გაჩერდნენ და თვალებდაჭყეტილნი უსმენდნენ.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი