მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #5)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #5)

ოსკარმა უსიტყვოდ მიაწოდა კარგა მოზრდილი ბუტერბროდი, ზედ ორი დიდი ნაჭერი ღორის ქონით. რასმუსმა ბუტერბროდი მაშინვე პირში იტაცა. ოჰ, როგორ ჩაიგემრიელა პირი. მარილიან ღორის ქონს ძლიერ უხდებოდა სურნელოვანი ჭვავის პური. რასმუსი თვალებდახუჭული ჭამდა. მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები, როცა ოსკარმა პირამდე სავსე კალის მათარა მიაწოდა და რძე შესთავაზა.

რასმუსმა ყლუპყლუპით დაიწყო სმა. რძემ გულ-მუცელი გაუცივა და ბიჭს უფრო შესცივდა. მაინც წვეთი არ დაუტოვებია, ისე გამოცალა მათარა.

- ჰა, კიდევ ბუტერბროდი, - ოსკარმა მეორე ბუტერბროდიც მიაწოდა.

- შეიძლება?.. მერედა, თქვენ გეყოფათ?

- კი, როგორ არა, - უპასუხა ოსკარმა, - ყველა გლეხი როდია ხარბი. ამის მომცემმა თითქოს იცოდა, რომ შენ შეგხვდებოდი.

ისინი ჩუმად ისხდნენ თივაზე და საჭმელს შეექცეოდნენ. ისე შესანსლეს ყველაფერი, ნამცეციც არ დაუტოვებიათ. რძეც ბოლომდე გამოცალეს.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი