მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #3)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #3)

რასმუსმა მეგობრის კეთილ სახესა და პაჭუა ცხვირს რომ შეხედა, წყენამ გაურა - არ შეეძლო, დიდხანს ყოფილიყო გუნარზე გულმოსული - მაგრამ სამაგიეროს გადახდა მაინც მოინდომა; ტაშტს ხელი წამოავლო და გუნარისაკენ გაიწია, რომელსაც თავდასხმის მოლოდინში მოესწრო და საძინებელი ოთახის კართან დამდგარიყო. რასმუსმა ტაშტი მოიქნია - ახლა გუნარი ისეთ შხაპს მიიღებს, რომ დიდხანს არ დაავიწყდება - მაგრამ მისი მსხვერპლი მკვირცხლად გასხლტა განზე; იმავე წამს კი კარი გაიღო და, თითქოს ტროპიკული თავსხმა ყოფილიყოს, წყალი თქრიალით გადაევლო თავზე იმას, ვინც კარის ზღურბლზე გამოჩნდა.

ეს გახლდათ ფრეკენ ჰეკი.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი