მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #2)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #2)

გუნარი ძალიან ულამაზო ბიჭი იყო, პაჭუა ცხვირითა და ჯაგარივით ხეშეშა თმით. ამიტომ საკუთარ სახლზე ოცნებას გულში იმარხავდა, არც არავის ეგონა, რომ ასეთი ამბები საერთოდ აინტერესებდა.

მოგვიანებით, როცა ბიჭების საძინებელ ოთახში თავის ვიწრო საწოლზე იწვა, რასმუსს უცებ გაახსენდა, რომ გუნარისთვის არ უამბნია ნიჟარისა და ფულის პოვნის ამბავი. ბიჭი მაშინვე საწოლზე ჩამოჯდა და გვერდით მწოლ გუნარს გადაუჩურჩულა:

- იცი, გუნარ, დღეს რამდენი სასწაული მოხდა!

- სასწაული?! - გაიკვირვა გუნარმა.

- ჰო, ხუთი ერე და ერთი ძალიან, ძალიან ლამაზი ნიჟარა ვიპოვე. ოღონდ, არავის უთხრა.

- შეიძლება, ვნახო? - გამოცოცხლდა გუნარი, - ფანჯარასთან წამო, შევხედო.

ისინი ჩუმად წამოდგნენ საწოლიდან და პერანგისამარა ფანჯარასთან დადგნენ.

ზაფხულის ღამის ბინდბუნდში რასმუსი მეგობარს საიდუმლოდ ათვალიერებინებდა თავის განძს - ძალიან ფრთხილად, რომ გუნარის მეტს ვერავის დაენახა.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი