მესამე საფეხური
» მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #1)

მაწანწალა რასმუსი (ნაწყვეტი #1)

ბიჭებს ამ დილით ბევრი საპონი დაეხარჯათ დაბანაზე. როგორც ქორმა აცნობა, დედობილებსა და მამობილებს თურმე ძლიერ მოსწონთ სუფთა ყურები და კარგად დაბანილი ხელები, ამიტომ დღეს ბავშვებს უნდა ეცადათ, თავი მოეწონებინათ.

რასმუსმა ტაშტში საპნის საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი მოიმარჯვა და ჭუჭყის მოშორება ისე გულმოდგინედ დაიწყო, როგორც შობის წინა დღეს ცდილობდა ხოლმე. მართალია, სწორ თმას არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ თქვეს, ყურებსაც აქცევენ ყურადღებასო, ჰოდა, ბიჭმა მტკიცედ გადაწყვიტა, დღეს მთელ ვესტერჰაგაში არავის ექნება ჩემზე სუფთა ყურები და მაგარი ხეხვისაგან ჩემზე მეტად აწითლებული და გადატყავებული ხელებიო. მართალია, გოგონებს აქაც უპირატესობა ჰქონდათ - ისინი ხომ სულ მუდამ გაკრიალებულები არიან, თითქოს ჭუჭყი არც ედებოდეთ. თუმცა რა, ისინი მთელ დღეს რეცხავენ, ალაგებენ, აცხობენ; ერთი სიტყვით, მხოლოდ ისეთ საქმეს აკეთებენ, რაც სისუფთავეში ხელს უწყობთ.

მაწანწალა რასმუსი

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი